ქართული პროგრამა
სკოლა „სადუნმა“ ფუნქციონირება დაიწყო 1999 წლიდან. 2011 წელს სსიპ განათლების გარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს მიერ სკოლას მიენიჭა ავტორიზაცია. 2016 და 2022 წლებში სკოლამ გაიარა რეავტორიზაცია.
2022 წელს შპს სადუნს 6 წლის ვადით მიენიჭა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი.
მოსწავლეთა ზღვრული რაოდენობა განისაზღვრა 700-ით.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმის სანახავად, ეწვიეთ ბმულს.
საერთაშორისო პროგრამა
2024 წელს სკოლას მიენიჭა ამერიკული აკრედიტაცია COGNIA-ს მიერ.
COGNIA არის ორგანიზაცია რომელიც 1895 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას.
COGNIA ემსახურება 40,000 საგანმანათლებლო დაწესებულებას მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში.
Cognia-ს აკრედიტაცია არის ღირებული, საერთაშორისო ხარისხის დამადასტურებელი განმასხვავებელი ნიშანი.
COGNIA-ს მიერ აკრედიტაცია მინიჭებული სკოლების სანახავად, ეწვიეთ ბმულს.