საბაზო საფეხურზე სკოლა უზრუნველყოფს
- საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირებას;
- მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენასა და მხარდაჭერას;
- მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარებას;
- აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობასა და საფუძვლების შექმნას განათლების მომდევნო საფეხურზე (აკადემიური, პროფესიული) სწავლის გაგრძელებისთვის ან პროფესიული საქმიანობისთვის;