დაწყებითი სკოლა

სკოლა უზრუნველყოფს I–VI კლასების მოსწავლეებისთვის დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას. მშობლების თანხმობით, მოსწავლეები მეცადინეობენ სკოლაში.

გახანგრძლივებული სწავლების პროგრამის მიზნები

  • თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დისციპლინებში დავალების მომზადება პედაგოგების დახმარებით;
  • ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განხორციელების ხელშეწყობა;
  • მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებისათვის სათანადო პირობების შექმნა.

გახანგრძლივებული სწავლება

გახანგრძლივებული სწავლება ხორციელდება სკოლის I–VI კლასებში. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების განრიგის შემდეგ და მიმდინარეობს 17:30 საათამდე.
აქტივობები მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა საგნში დავალების მომზადებას და სტრუქტურირებულ აკადემიურ მხარდაჭერას.

ჩვენი მიზნები გახანგრძლივებული მეცადინეობის დროს

  • დავუწიოთ დახმარება დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს;
  • მასწავლებლების მეთვალყურეობის ქვეშ შეასრულონ საშინაო დავალება იმ მოსწავლეებმა, რომლებსაც მოუწიათ გაკვეთილების შემდეგ სკოლაში დარჩენა;
  • გავერკვეთ და დავეხმაროთ თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალური პრობლემების გადაჭრაში;
  • თამაშების გზით გავუღრმავოთ მოსწავლეებს მიღებული ცოდნა ენებში;
  • საყვარელი წიგნის ერთობლივად კითხვა;
  • საუბარი სხვადასხვა აქტუალურ თემაზე.

ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობები სრულდება მონაცვლეობით, პატარა დოზებით, რათა უკვე დაღლილი ბავშვები არ გადაიტვირთონ და ყველაფერი შეასრულონ ხალისით.

დამრიგებელ-კოორდინატორის მუშაობა ემყარება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და ხელს უწყობს მოსწავლეებში გონებრივი და ფიზიკური უნარების განვითარებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვირდრებას, სამოქალაქო ცნობიერების განვითარებას; ეხმარება მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების გაცნობიერებაში, პრობლემების აღმოჩენასა და დაძლევაში, ხელს უწყობს მათ საკუთარი ინტერესებისა და შესაძლებლობების აღმოჩენასა და შემდგომ განვითარებაში.

კლასის დამრიგებელ-კოორდინატორის როლი გადამწყვეტია მის სადამრიგებლო კლასში მშვიდი, საქმიანი გარემოს შესაქმნელად და მოსწავლეებს შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად.